თავში

დღეს პრეზიდენტის რეზიდენციის შესასვლელს "დააბოქლომებენ"

დღეს პრეზიდენტის რეზიდენციის შესასვლელს "დააბოქლომებენ"
დღეს პრეზიდენტის რეზიდენციის შესასვლელს დააბოქლომებენ

დღეს, მოძრაობა "გაბედეს" წევრები, ათონელზე მდებარე საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქციას გამართავენ და სიმბოლურად შენობის შესასვლელს "დააბოქლომებენ". 

მოქალაქეების პროტესტი საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხს ეხება. 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმ, პარლამენტს გუშინ მოუწოდა, რომ საარჩევნო კოდექსზე მუშაობა კვლავ გაგრძელდეს პარლამენტში და გამოინახოს გამოსავალი პარლამენტმა გამოსავალი, რათა საქართველოს მოქალაქეებს სამართლიანი არჩევნების გზით მიეცეთ ნების გამოხატვის შესაძლებლობა. 

"მინდა მოვუწოდო ყველას, პარლამენტში - იქ, სადაც საამისო ადგილია, მოინახოს გამოსავალი, რომელიც ალბათ, ყველას ვერ დააკმაყოფილებს, მაგრამ შესაძლებელს გახდის დაძაბულობის განმუხტვას. მოვუწოდებ ყველას, გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო კოდექსზე, რათა ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება, სამართლიანი არჩევნების გზით, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება. ეს იქნება გამარჯვება", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ე.წ "ბოქლომების ომი" "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ წამოიწყო, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ბოქლომი მას შემდეგ დაადო, რაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე ის ჯაჭვი და ბოქლომი მიიტანა, რომლითაც საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთი შესასვლელი იყო ბლოკირებული. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ჯაჭვი და ბოქლომი სიმბოლურად დაუბრუნა ოპოზიციას იმისთვის, რომ მათ არ დაავიწყდეთ, რომ ვერასდროს მოახერხებენ პარლამენტის პიკეტირებას.

ამის შემდეგ აქტივისტებმა და ოპოზიციამ რამდენიმე ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი სიმბოლურად დააბოქლომა, მათ შორის მთავარი პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, თბისის საქალაქო სასამართლოსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შენობების შესასვლელები. ანალოგიური აქცია გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან. აქტივისტებმა დააბოქლომეს ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციების შესასვლელბი თბილისსა და შეკვეთილში. ასეთივე აქცია გაიმართა რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს შესასვლელი. 

ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პარლამენტის მიერ კენჭისყრაზე ჩაგდებას აპროტესტებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system