თავში

დღეს შობაა!

დღეს შობაა!
დღეს შობაა!

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ქრისტეს შობის დღესასწაულს ზეიმობს. საღმრთო წიგნის თანახმად, იესო ქრისტე ქალაქ ბეთლემში ერთ პატარა გამოქვაბულში დაიბადა. პირველად მაცხოვრის შობა წარმართ მოგვებზე გაცხადდა. სწორედ მათ შეამჩნიეს ცაზე აღმოსავლეთის ვარსკვლავი, რომელიც განსაკუთრებულად კაშკაშებდა და მოესმათ ზეციური ხმა: “ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა”. ეს იმის ნიშანი იყო, რომ გამოქვაბულში მხსნელი დაიბადა.

მოგვებმა გადაწყვიტეს, რომ მისულიყვნენ ახალშობილ იესოსთან და თაყვანი ეცათ მისთვის. შობის დღეს, მას მიართვეს სამი საჩუქარი: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო როგორც მეფეს, გუნდრუკი როგორც ღმერთს და მური როგორც ადამიანს.

7 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ამ დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ტარდება ლიტანიობა, ასევე პატრიარქი ყველა მორწმუნეს მოუწოდებს შობის ღამეს სარკმელთან სანთელი აანთოს და ღვთისმშობელს მოუხმოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system