თავში

დღეს სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღეა

დღეს სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღეა
დღეს სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღეა

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღეა. 

"ეს დღე არის ხსოვნის და ამავდროულად, მოქმედების დღე," - აცხადებს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება, რომელიც წელსაც უერთდება მსოფლიო პროფკავშირების (ITUC) კამპანიას სლოგანით: შეაჩერე პანდემია სამუშაო ადგილებზე!

ცნობისთვის, 2019 წელს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვლა 38 და მძიმედ დაშავდა 135 ადამიანი. მხოლოდ წელს, გარდაიცვალა 7 და მძიმედ დაშავდა 70 დასაქმებული. 

"ეს იმ ფონზე, როდესაც გლობალური პანდემიის პირობებში თვეზე მეტია ეკონომიკის სექტორების უმეტესობა არ მუშაობს. თუმცა, ამავე პანდემიის პირობებში, უსაფრთხო შრომასთან დაკავშირებული გამოწვევები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სერვისების მიწოდებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე არიან: ჯანდაცვის და კვების პროდუქტების მაღაზიებში დასაქმებულები, პოლიციის თანამშრომლები, სოციალური მუშაკები და ა.შ. კიდევ უფრო დიდია," - აცხადებენ პროფკავშირების გაერთიანებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system