თავში

დღეს შრომის უსაფრთხოების დაცვის საერთაშორსიო დღეა

დღეს შრომის უსაფრთხოების დაცვის საერთაშორსიო დღეა
დღეს შრომის უსაფრთხოების დაცვის საერთაშორსიო დღეა

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების დაცვის საერთაშორისო დღეა.

"ყოველ 10 წამში მსოფლიოში, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობის გამო ერთი ადამიანი იღუპება," - ამის შესახებ report.ge-ს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა კავშირში განუცხადეს. მათი განმარტებით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2019 წლის დეკლარაცია, რომელიც მთავრობებმა, ერთსულოვნად მიიღეს, მოიცავს დაპირებას, რომ დასაქმებულის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე იყოს დაცული. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებაც შეიცავს მსგავს პირობას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კი უკვე აღიარებს ჯანმრთელობას როგორც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას. 

"ღირსეული შრომა ადამიანის უფლებების ის ძირითადი ქვაკუთხედია, რაზეც ევროპული ღირებულებების მქონე სახელმწიფო დგას. ამ პირობებში კი, ჩვენი როლი ღირსეული შრომის პირობების შექმნის უზრუნველყოფაა," - ამის შესახებ დღეს შრომის ინსპექციის სამსახურში შრომის უსაფრთხოების დაცვის საერთაშორსიო დღესთან დაკავშირებით განაცხადეს. მათი განმარტებით,  დღეისთვის, შრომის ინსპექციის სამსახური, როგორც შრომის უსაფრთხოების მიმართულებით განსაზღვრული ნორმების აღსრულებას, ასევე საქართველოს შრომის კოდექსით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გაწერილი შრომითი უფლებების ზედამხედველობას უზრუნველყოფს, მათ შორის - დისკრიმინაციის, სექსუალური შევიწროვების, გენდერული სენსიტივობის მატარებელ საკითხებზე, ასევე იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიმართულებით განსაზღვრულ ნორმებზე.

"სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდა. სტატისტიკური მონაცემები ნათლად მიუთითებს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით დაბალანსებული პოლიტიკის შედეგებზე. გარდა ამისა, შრომის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისა და ასოცირების შეთანხმების XXX დანართით განსაზღვრული ვადების აღსრულების მიზნით, განახლდა შრომის უსაფრთხოების მიმართულებით განსაზღვრულ ევროდირექტივებზე მუშაობა. შრომის ინსპექციის ჩართულობით ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული ღონისძიებების აღსრულების კუთხით, საქართველოს მასშტაბით, ჯამში განხორციელდა 101 007 აქტივობა განხორციელდა. შრომის ინსპექცია მზად არის, უპასუხოს ყველა გამოწვევას, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვასთან, მისი დონის ამაღლებასა და შრომის უსაფრთხოების კულტურის ხელშეწყობასთან. ჩვენ ერთად ვქმნით შრომის უსაფრთხო გარემოს," - განმარტავენ შრომის ინსპექციის სამსახურში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system