თავში

"დღესაა ყველაზე მნიშვნელოვანი დღე" - რა სიახლის შესახებ წერს ინგა გრიგოლია

"დღესაა ყველაზე მნიშვნელოვანი დღე" - რა სიახლის შესახებ წერს ინგა გრიგოლია
დღესაა ყველაზე მნიშვნელოვანი დღე - რა სიახლის შესახებ წერს ინგა გრიგოლია

ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი იმ სიახლეებს აანონსებს, რასაც "ტვ პირველი" მაყურებელს შესთავაზებს. 

მისივე ინფორმაციით, ტელეკომპანია დღეიდან მაუწყებლობას ახალი სტუდიიდან იწყებს.

"ჩვენი ტელევიზიის ისტორიაში დღესაა ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, 3 სექტემბერი. დღეს ვიწყებთ ჩვენი არხის ახალი ისტორიის დაწერას…"ტვ პირველის" ახალი სიცოცხლე, ახალი სუნთქვა იწყება დღეიდან.

საღამომდე ვაჩერებთ საინფორმაციო გადაცემებს სწორედ ამ მიზნით და ვემზადებით თქვენთან შესახვედრად, ახალ მისამართზე. დღეს საღამოს, ზუსტად 19"00-ზე, ვხსნით ახალ სეზონს და გიჩვენებთ ახალ კოსმოსურ ხომალდს))))), ახალი სტუდიებით და დიდი გეგმებით. თამამად ვიტყვი, ასეთი ნიუსრუმი საქართველოში არც ერთ არხს არ აქვს. თავადვე დარწმუნდებით, როცა პირველი კადრი გაიხსნება და საკუთარი თვალით იხილავთ "პირველების" სტუდიას. ჰოდა, დღეს ვიწყებთ და ზუსტად ვიცი, რომ ეს 3 სექტემბერი არასოდეს დამავიწყდება.

გეგმა ასეთია: 19:00-ზე ჩვენი ახალი ოფისის პრეზენტაცია. 

20:00 საათზე ჩვენი ცენტრალური საინფორმაციო გამოშვება, რომლის დასრულებისთანავე, 21:45-ზე დავიწყებთ დიანა ტრაპაიძის და ჩემს ახალ გადაცემას, სახელად "პოლიტიკური ამბები" და აქვე დავაანონსებ, რომ ჩვენი პირველი გადაცემის სტუმრები იქნებიან – პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია, არჩევნებზე "მესამე ძალის" სახელით გამოსული გრიგოლ და გიორგი ვაშაძეები. ძალიან საინტერესო საღამოს ეთერს გპირდებით)))))) ერთად დავიწყოთ "ტვ პირველის" ახალი სიცოცხლე. გამიხარდება, წარმატებებს თუ გვისურვებთ. მოკლედ – ჩვენ ვიწყებთ!!!", - წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system