თავში

დღესასწაულებთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზამ რეისები დაამატა

დღესასწაულებთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზამ რეისები დაამატა
დღესასწაულებთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზამ რეისები დაამატა

„საქართველოს რკინიგზამ“ ახალი წლისა და შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით დამატებითი რეისები დანიშნა. 

თბილისი-ზუგდიდი-თბილისის (N878/877) და თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებით რეისები შესრულდება - 2020 წლის 3, 4, 5, 6 და 7 იანვარს.

„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით განრიგები იქნება შემდეგნაირი:

თბილისი-ზუგდიდი-თბილისი #878/877 გავა 08:50 საათზე და ზუგდიდში ჩავა 14:30 საათზე, ხოლო ზუგდიდიდან გამოვა 19:10 საათზე და თბილისში ჩავა 00:35 საათზე.

თბილისი-ბათუმი-თბილისი #808/807 გავა 10:30 საათზე და ბათუმში ჩავა 15:30 საათზე, ხოლო ბათუმიდან გამოვა 17:00 საათზე და თბილისში, 22:00 საათზე ჩავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system