თავში

დღეში რამდენი ჭიქა ყავის მიღებაა უსაფრთხო - ექიმის რეკომენდაციები

დღეში რამდენი ჭიქა ყავის მიღებაა უსაფრთხო - ექიმის რეკომენდაციები
დღეში რამდენი ჭიქა ყავის მიღებაა უსაფრთხო - ექიმის რეკომენდაციები

ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში აქტუალურ საკითხზე წერს, რომელიც კოფეინის მიღების დოზას ეხება. ექიმი განმარტავს, თუ რამდენი ჭიქა ყავის მიღებაა უსაფრთხო დღის განმავლობაში.

გარდა ამისა, ექიმი ყავის სასარგებლო თვისებებზეც წერს. მისი თქმით, ყავის ზომიერად მიღებას შეუძლია შეამციროს რამდენიმე დაავადების განვითარების რისკი.

,,ყავა და კოფეინი. ხშირი და აქტუალური საკითხი კოფეინის მიღებასთან დაკავშირებით.

უნდა მივიღოთ თუ არა? რამდენი უნდა მივიღოთ? უსაფრთხოა თუ არა?NIH-ის RDA-ის მიხედვით ადამიანისთვის დღიურად 400მგ.-მდე კოფეინის მიღება უსაფრთხოა.

პრაქტიკულ ასპექტში, მაგალითად (დოზები მოყვანილია ცხრილში)

1. ყავა (მოდუღებული) - 8 უნცია ანუ 235მლ. - საშუალოდ შეიცავს 133მგ. კოფეინს (მერყეობს 102-დან 200-მდე);

2. ჩაი (მოდუღებული) - 8 უნცია ანუ 235მლ. - საშუალოდ შეიცავს 53მგ. კოფეინს (მერყეობს 40-დან 120-მდე)

აქედან გამომდინარე დღეში 3-4 ჭიქა ყავა (დაახლოებით 200მლ. ჭიქა) ითვლება უსაფრთხო დოზად.

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ რაღაც 3 დღეა საჭირო იმისათვის, რომ ადამიანი გახდეს კოფეინზე დამოკიდებული.

ყავას შეუძლია შეამციროს შემდეგი დაავადებების განვითარების რისკი:

1. ნაღვლის ბუშტის კენჭები;

2. ინსულტი;

3. ღვიძლის დაავადებები;

4. გულის დაავადებები;

5. ტიპი 2 დიაბეტი;

6. პარკინსონის დაავადება", - წერს ექიმი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system