თავში

დღეს "სინოვაკით" ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

დღეს "სინოვაკით" ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაცია იწყება
დღეს სინოვაკით ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

"სინოვაკით" ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 21 მაისს 12:00 საათიდან, ხოლო აცრის პროცესი 24 მაისიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"ჩინური წარმოების "სინოვაკის" ვაქცინა სინოფარმის მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივრებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება.

ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება.

ოფიციალური მონაცემებით სხვადასხვა ქვეყნებისთვის მიწოდებულია 260 მლნ. დოზა სინოვაკის ვაქცინა.სინოვაკის ვაქცინა დადებითად შეფასდა იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის (The Strategic Advisory Group of Experts on Immunization) მიერ.

ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი:

რეგისტრაციის ინსტრუქცია:

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას", - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system