თავში

დღევანდელ ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება - პრეზიდენტი

დღევანდელ ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება - პრეზიდენტი
დღევანდელ ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება - პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლისას 3 ადამიანის დაღუპვის ფაქტს განცხადებით ეხმაურება. პრეზიდენტის თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობას საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება.

„მიუღებელია საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს უხეშად არღვევს და უგულებელყოფს.

საგანგაშოა, რომ ამას ეწირება უდანაშაულო და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარული კრიზისით გამოწვეულ სირთულეების გადალახვას ცდილობს.

დღევანდელ ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

გალის რაიონის სამი მკვიდრი მდინარე ენგურის გადმოკვეთისას დაიღუპა. მაშველები სოფელ შამგონასთან, ენგურში ოკუპირებული გალიდან გადმოსულ კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system