თავში

დღევანდელი გადაწყვეტილებით, იმოქმედებს ორი "მწვანე პასპორტი" - გამყრელიძე

დღევანდელი გადაწყვეტილებით, იმოქმედებს ორი "მწვანე პასპორტი" - გამყრელიძე
დღევანდელი გადაწყვეტილებით, იმოქმედებს ორი მწვანე პასპორტი - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ იმოქმედებს ორი მწვანე პასპორტი, ერთი შიდა მოხმარებისთვის, რომელსაც კორონავიურსგადატანილი ადამიანები მიიღებენ, ხოლო მეორე საზღვარგარეთ წასასვლელად, რადგან ასეთ შემთხვევაში საჭიროა, მოქალაქეებს ბოლო 6 თვის განმავლობაში ჰქონდეთ გადატანილი ვირუსი.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით, არის ორნაირი მწვანე პასპორტი. ერთი შიდა მოხმარებისთვის, სადაც არის აღნუსხული, რომ ადამიანს თუ ოდესმე გადატანილი აქვს კორონავირუსი, ჩაითვლება, რომ შეუძლია, შესვლა რესტორანში, სხვადასხვა დაწესებულებაში. 

მაგრამ საერთაშორისო მასშტაბით, QR კოდი, რომელიც საზღვარზე გადამოწმდება, სხვა საკითხია. იქ ითვლება, რომ ვირუსი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უნდა იყოს გადატანილი. ახლა მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა. შესაძლებელია, დაშვებული იქნას ორი ვარიანტი, ორი ე.წ. მწვანე საბუთი, რომელსაც ექნება შიდა მოხმარება და მხოლოდ გარე მგზავრობისთვის. უცხოეთში ჩვენი QR კოდი უნდა ჰარმონიზირდეს. ბევრ ქვეყანაში არის ე.წ. შიდა მოხმარების საბუთები. არის ქვეყნები, სადაც არის ერთწლიანი გადატანის დაშვება, მაგრამ ქვეყნების უმრავლესობაში ექვსთვიანი დაშვებაა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კოვიდგადატანილებს მწვანე სტატუსი 6 თვის ნაცვლად, უვადოდ მიენიჭებათ.

ნახეთ, ვის მიენიჭება "მწვანე სტატუსი" და სად მოგიწევთ "მწვანე პასპორტის" წარდგენა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ ე.წ. მწვანე პასპორტის აპლიკაცია Georgia e-Health დღეიდან ჩაუშვა, მისი მოძებნა შეგიძლიათ როგორც iOS App Store, ასევე Google Play store-ში.

აპლიკაციაში დატანილია ინფორმაცია იმუნიზაციასთან და ტესტებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ 1-ლი დეკემბრიდან მხოლოდ მწვანე პასპორტით შეძლებენ მოქალაქეები შესვლას სხვადასხვა ობიექტებში. ეს ობიექტებია: კვების ობიექტები, გასართობი ცენტრები, გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, ასევე, საკონცერტო დარბაზები, სათამაშო ბიზნესის ობიექტები და ა.შ.

საკოორდინციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კოვიდგადატანილებისთვის 6 თვის ჩამკეტი ვადა აღარ მოქმედებს და თუ ადამიანს გადატანილი აქვს კოვიდ-ინფექცია, ეს მას მუდმივ სტატუსს ანიჭებს. საქართველოში მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს სწრაფი ტესტის მეშვეობით, რომელიც 24 საათის განმავლობაში მოქმედებს. მოქმედებს ასევე ვებგვერდი covidpass.moh.gov.ge.

საქართველო მიუერთდა ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეს, რომელშიც ამ მომენტისთვის გაწევრიანებულია 49 ქვეყანა. შესაბამისად, საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატები ვაქცინაციის, ინფექციის გადატანის და PCR ტესტირების შესახებ, ამ ერთიან სივრცეში ჩაერთვება.

ამასთან, მოქალაქეებს, რომელთაც იუსტიციის სახლებში კოვიდბარაათები 16 ნოემბრამდე აქვთ აღებულია, მათი განახლება მოუწევთ.

ცნობისთვის, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ე.წ მწვანე პასპორტების სისტემის ამოქმედების გადაწყვეტილება 8 ნოემბერს მიიღო.

ამასთან, ყველა პენსიონერი, რომელიც 1-ელ იანვრამდე აიცრება, 200-ლარიან დანამატს მიიღებს.

ნახეთ ობიექტების ჩამონათვალი, სადაც "მწვანე ბარათის" გარეშე ვეღარ შეხვალთ.

ვრცლად საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებს გაეცანით ბმულზე.

რას ნიშნავს მწვანე სტატუსი და სად მოგთხოვენ მწვანე პასპორტს - ნახეთ NCDC-ის ვიდეორგოლი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system