თავში

"დღევანდელი სიტუაცია არის კატასტროფა" - დევი ტაბიძე

"დღევანდელი სიტუაცია არის კატასტროფა" - დევი ტაბიძე
დღევანდელი სიტუაცია არის კატასტროფა - დევი ტაბიძე

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი დევი ტაბიძე აცხადებს, რომ დღეს საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა. 

მისი თქმით, თუ ინფიცირებულთა რიცხვის მსგავსი ტემპით გაზრდა გაგრძელდება, ჯანდაცვის სისტემა კოლაფსში ჩავარდება.

"დღევანდელი სიტუაცია არის კატასტროფა. ბოლო დროს ყოველდღიური ინფიცირების ნიშნული 5000-ს აჭარბებს, ეს ციფრი ყოვლად მიუღებელია საქართველოს მოსახლეობასთან მიმართებით.

ეს გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზებით. რატომღაც ხალხმა ყურადღება მოადუნა. მათ ხელისუფლებისგან არასწორი მესიჯი მიიღეს - შეზღუდვები რომ მოიხსნა, ეს არ უნდა ყოფილიყო იმის ნიშანი, რომ ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსი დასრულებულია, რადგან ეს არის აბსურდი. 

ამ რეალობიდან გამომდინარე, თუ ასე გაგრძელდა 2-3 კვირის განმავლობაში, პრაქტიკულად, ჯანდაცვის სისტემა ჩავარდება კოლაფსში. საბოლოო ჯამში, ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ ძალიან დიდი რაოდენობით ჩვენს თანამოქალაქეებს, ნათესავებს, ახლობლებს დავკარგავთ. ყოველდღიურად 50 გარდაცვალება ძალიან მაღალი ნიშნულია", - განაცხადა დევი ტაბიძემ მედიაცენტრ "მთავარში".

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5359 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსისგან განიკურნა 2726 ადამიანი.

გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system