თავში

დღეიდან ,,ტელესკოლის" გაკვეთილები განახლდა

დღეიდან ,,ტელესკოლის" გაკვეთილები განახლდა
დღეიდან ,,ტელესკოლის გაკვეთილები განახლდა

საქართველოში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, დღეიდან, 18 იანვრიდან „ტელესკოლის“ მეორე სემესტრი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, „ტელესკოლა“ ყველა კლასის მოსწავლისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შედგენილ ტელეგაკვეთილებს მოიცავს.

,,გრძელდება ეთნიკური უმცირესობებისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მათემატიკის, ბუნების, ბიოლოგიის, სომხურისა და აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენების, ტელე-გაკვეთილები.

„ტელესკოლა“ აბიტურიენტის საათის ჩატარებასაც ითვალისწინებს, სადაც სპეციალისტები აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის უწევენ კონსულტაციას.

სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საგნების გარდა, „ტელესკოლა“ კლასგარეშე სწავლებასაც გულისხმობს. მათ შორის ცეკვის, მუსიკისა და ჭადრაკის გაკვეთილებს და რჩევებს მშობლებისათვის. ასევე გრძელდება ინგლისური ენის გაკვეთილები ნებისმიერი ასაკის მაყურებელისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ,,ტელესკოლა" საქართველოს განათლების სამინისტროსა და პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system