თავში

დღეს საქართველოს მოქალაქეები ლონდონიდან დაბრუნდებიან

დღეს საქართველოს მოქალაქეები ლონდონიდან დაბრუნდებიან
დღეს საქართველოს მოქალაქეები ლონდონიდან დაბრუნდებიან

დღეს საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ლონდონი-თბილისის ჩარტერული რეისი შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სამშობლოში უცხოეთიდან საქართველოს 120 მოქალაქე დაბრუნდება.

მათ შორის არიან: სტუდენტები, ხანდაზმული პირები, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეები და ტრანზიტული მგზავრები. 

12 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 19 965 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – ორგანიზებულად დაბრუნდა 10 698 მოქალაქე.

საგარეო უწყების ცნობით, ახლო მომავალში, დაგეგმილია შემდეგი ფრენები: 

15 მაისი – ამსტერდამი-თბილისი

18 მაისი – ლარნაკა-თბილისი

20 მაისი – ათენი-თბილისი

22 მაისი – რომი-თბილისი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system