თავში

მასშტაბური კიბერშეტევა 2000-მდე გვერდზე - ,,განადგურებულია ძვირადღირებული ტექნიკა"

მასშტაბური კიბერშეტევა 2000-მდე გვერდზე - ,,განადგურებულია ძვირადღირებული ტექნიკა"
მასშტაბური კიბერშეტევა 2000-მდე გვერდზე - ,,განადგურებულია ძვირადღირებული ტექნიკა

დღეს საქართველოში 2000-მდე ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა. საიტების უმეტეს ნაწილზე, ოფიციალური პირველი გვერდის ნაცვლად, ჩნდებოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო, წარწერით "I'll be Back" (მე დავბრუნდები).

სავარაუდოდ, ჰაკერული შეტევის გამო ტელეკომპანია „იმედი“ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იყო გათიშული, „მაესტრო“ კი ამ დრომდე შეფერხებით მუშაობს.

როგორც ,,იმედის" იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ანდრო ლაშხი აცხადებს, გაფუჭებული და განადგურებულია კომპიუტერები, მათ შორის, ძვირადღირებული ტექნიკა.

,,სისტემაზე ბოლომდე წვდომა კვლავაც არ გვაქვს, თუმცა ყველა ღონეს ვხმარობთ რომ ჩვენი საინფორმაციო გამოშვებები და სხვა პროგრამები არ შეფერხდეს. ამ ეტაპისთვის ვერაფერს ვიტყვით, სავარაუდოდ, ეს არის კიბერშეტევა, თუმცა ველოდებით გამოძიების შედეგებს", - განაცხადა ტელეკომპანიის იურისტმა.

როგორც კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები ამბობენ, 2008 წლის შემდეგ მსგავსი კიბერშეტევა არ მომხდარა.

ცნობისთვის, დღეს სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასააგენტოების, ასევე ტელევიზიების ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. რამდენიმე ვებგვერდმა ამ დროისათვის ფუნქციონირება განაახლა.

ჰაკერულ თავდასხმასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system