
შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის კიდევ ორი მსხვერპლის ვინაობა ცნობილია. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამიდა და ძმის შვილი დაიღუპნენ.
თამილა შიოშვილი 54-ის, თეა შიოშვილი კი - 19 წლის იყო.
ცნობისთვის, 23 აგვისტოს, შატილის გზაზე, სოფელ ბისოს სიახლოვეს, მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა.