
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსის მართვა და დამარცხება შესაძლებელია იქ, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილია და რეგულაციებს იცავენ.
პროფესორი იაპონიის მაგალითზე წერს:
"იაპონიაში დღეს დაფიქსირდა კოვიდ-19-ით 0 სიკვდილიანობა. დიახ, არ გეშლებათ, არავინ გარდაიცვალა. 126 მილიონიან ქვეყანაში არავინ გარდაცვლილა კოვიდისგან დღეს!
როგორ? - მარტივად … მოსახლეობის 76% არის სრულად აცრილი (ფაიზერი/მოდერნა და თავიდან ასტრაზენეკაც ჰქონდათ), ასევე პირბადის ტარება არის სავალდებულო ყველგან და სოციალური დისტანცია არის ნორმა.
ყველა მითს, ზღაპარს, ანტივაქსერულ-რუსი ოკუპანტების ნარატივს იქნებ თავი დავანებოთ!
ვულოცავ იაპონიას და იაპონელ ხალხს. ეს ვერაგი ვირუსი დამარცხების გზაზეა იქ, სადაც არის საღი გონება, პრაგმატიზმი, სამშობლოს სიყვარული!
დიახ, ვირუსის მართვა და დამარცხება შესაძლებელია", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 75 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 3 792 პაციენტი.
ნახეთ, რამდენი ადამიანია აცრილი კორონავირუსზე საქართველოში.