თავში

დიახ, ბატონო თენგიზ, კოვიდსასტუმროები შეცდომაა - ირმა კვიცარიძე

დიახ, ბატონო თენგიზ, კოვიდსასტუმროები შეცდომაა - ირმა კვიცარიძე
დიახ, ბატონო თენგიზ, კოვიდსასტუმროები შეცდომაა - ირმა კვიცარიძე

ინსბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, ირმა კვიცარიძე ამბობს, რომ საქართველოში კოვიდსასტუმროები არის შეცდომა. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაურბა. 

"დიახ, ბატონო თენგიზ, შეცდომაა კოვიდსასტუმროები იმიტომ, რომ კოვიდსასტუმრო არის მრავალპროფილური კლინიკა, სადაც ადამიანები ხვდებიან სხვადასხვა დაავადებებით, იქ მისული პაციენტების ანამნეზი არ იციან ექიმებმა, თითო ექიმი არის განაწილებული ამ სასტუმროებში, ან საიდან უნდა იცოდნენ. აქ, ჩვენთან ოჯახის ექიმმა იცის ყველა, მასზე მიმაგრებული პაციენტის ისტორია. წინასწარ არის განსაზღვრული ეს რისკჯგუფები. 

ამ კოვიდსასტუმროში შედის 100 ადამიანი, ყველას თავისი ისტორია აქვს. წარმოუდგენელია, რომ ერთმა ექიმმა შეძლოს ამ პაციენტების მართვა, ერთმა ექიმმა იცოდეს, ამ პაციენტებს, რა წამლები აქვთ, რა თანმხლები დაავადებები, რა ოპერაციები აქვთ გადატანილი და ასე შემდეგ. ამიტომ ეს სასტუმროები არის დიდი შეცდომა. სწორედ, ამ სასტუმროების პრობლემა არის, რომ ასეთი მაღალია სიკვდილიანობა, დაგვიანებული მიმართვა, გადაყვანა საავადმყოფოებში. ბრალს ნუ დასდებენ იმ ექიმებს, რომლებიც ამ სასტუმროებში მუშაობენ იმიტომ, რომ ერთი ექიმი ვერ იქნება მულტიპროფილური, ეს წარმოუდგენელია," - ამბობს ირმა კვიცარიძე

ირმა კვიცარიძე ამბობს, რომ საქართველოში მოძველებულია კორონავირუსით მკურნალობის პროტოკოლი და დექსამეტაზონით პაციენტის მკურნალობას არასწორად მიიჩნევს. 

"დიახ, მოძველებულია პროტოკოლი, მკურნალობის პროტოკოლები განვითარდა, არავინ იყენებს დექსამეტაზონს, გამოიყენება მხოლოდ ძალიან მძიმე მიმდინარეობის დროს, კორონავირუსის დაავადების, ისიც, როცა პაციენტები მართვით სუნთქვაზე არიან. დექსამეტაზონის ასე უმისამართოდ გამოყენებამ გამოიწვია ის რომ პაციენტები რომლებიც რისკჯგუფში არიან (დიაბეტიანები და სხვა) მათ ურთულდებათ დაავადება," - თქვა ირმა კვიცარიძემ 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system