თავში

დიახ, მე არ მჯერა კოვიდის, მჯერა ღმერთის - მოროშკინა

დიახ, მე არ მჯერა კოვიდის, მჯერა ღმერთის - მოროშკინა
დიახ, მე არ მჯერა კოვიდის, მჯერა ღმერთის - მოროშკინა

მწერალი, PR ტექნოლოგიის სპეციალისტი და ყოფილი ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში კორონავირუსის შემთხვევების ზრდას ეხმაურება. მისი ინფორმაციით, ქვეყანაში არჩევნების შემდეგ კვლავ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება, რადგან ეს გარდაუვალია.

ამასთან, მოროშკინა წერს, რომ მას არა კორონავირუსის, არამედ ღმერთი სჯერა. 

"მოვემზადოთ უმძიმესი ზამთრისთვის, გავამხნევოთ ერთმანეთი და გვახსოვდეს:

ესეც გაივლის...

დიახ მე არ მჯერა კოვიდის-მჯერა ღმერთის, ეს ჩემი კონსტიტუციური უფლებაა! ესაა სულიერი განწმენდის წელი, ვინც უშფოთველად და მდუმარედ გაივლის, შემდგომ,ზეცით დაჯილდოვდება. მე, ასევე არ ვარღვევ თქვენს კონსტიტუციურ უფლებას -ვატარებ პირბადეს და ვიცავ დისტანციას.
გვახსოვდეს, რომ ყველა განსაცდელს ღმერთი აგზავნის, შესაბამისად გადარჩენის გზასაც მიუთითებს....
პატივისცემით, ლ.მოროშკინა
(სიღნაღი-თბილისი-სუფსა)
P.S.ნუ გაყიდით უძრავ ქონებას, 2021 წლიდან ფასები გაორმაგდება"
- წერს ლალი მოროშკინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system