თავში

დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის შესარჩევი კონკურის დაიწყო

დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის შესარჩევი კონკურის დაიწყო
დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის შესარჩევი კონკურის დაიწყო

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ "დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამა გახსნილად გამოაცხადა. 

საგრანტო პროგრამა საქართველოს მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, გამჭვირვალე კონკურსის გზით მოახდინონ საკუთარი იდეების რეალიზება, რაც დიასპორულ საქმიანობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის და საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კავშირის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

პროგრამაში გამარჯვებულები გამოვლინდება კონკურსისი წესით, კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები.

საგრანტო განაცხადების მიღება განხორციელდება 2021 წლის 5 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით.

აღსანიშნავია, რომ "დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამას საგარეო საქმეთა სამინისტრო 2019 წლიდან ახორციელებს.

აღნიშნული პროგრამის მიზანს წარმოადგენს საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის და ეროვნული ინტერესების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება, ასევე, თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, მათ შორის, მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდა და ადგილსამყოფელ ქვეყნებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system