თავში

დიდ დიღომში ქუჩები დაიტბორა, წყალმა რამდენიმე მანქანა წაიღო - PHOTO - VIDEO

დიდ დიღომში ქუჩები დაიტბორა, წყალმა რამდენიმე მანქანა წაიღო
დიდ დიღომში ქუჩები დაიტბორა, წყალმა რამდენიმე მანქანა წაიღო - PHOTO - VIDEO

დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო ზოგიერთი ქუჩა დაიტბორა. დატბორილია დიდი დიღმის რამდენიმე ქუჩა. 

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები და ვიდეოები, სადაც ჩანს დატბორილი ქუჩა და მანქანები, რომელიც წყალს მიაქვს და ერთმანეთს ეჯახება.

დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული პრობლემების გამო, დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში ამჟამად 17 ჯგუფი მუშაობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system