თავში

დიდ დიღომში ქუჩები მოირეცხა

დიდ დიღომში ქუჩები მოირეცხა
დიდ დიღომში ქუჩები მოირეცხა

დედაქალაქის მასშტაბით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებითმორეცხვის პროცესი გრძელდება. ამჯერად, დიდ დიღომში, ი. პეტრიწის, პეტრე იბერის, ფარნავაზ მეფისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩები მოირეცხა. ამის შესახებ report.ge-ს დედაქალაქის მერიიდან აცნობეს. 

სადეზინფექციო სამუშაოებს შპს ,,თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივადახორციელებენ.

გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების მორეცხვის სამუშაოები ,,თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ხორციელდება. პროცესში, ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. დეზინფექცია თავდაპირველად, პეკინის გამზირს, კოსტავასა და მელიქიშილის ქუჩებს, შედეგ ,,ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორიას, მოგვიანებით კი, ქავთარაძის, კანდელაკის და გლდანის რაიონის რამდენიმე ქუჩას, ასევე, ყაზბეგის, წერეთლის, ბერი გაბრიელ სალოსისადა ჭავჭავაძის გამზირებსაც ჩაუტარდა.

სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები.პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ხიდებს, პანდუსებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system