თავში

დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დისტანციურად განახლდება

დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დისტანციურად განახლდება
დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დისტანციურად განახლდება

საქართველოს დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი პირველ ოქტომბრამდე დისტანციურად განახლდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

,,ჩვენ დღეს ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორი კვირით, ისევე, როგორც ბათუმში, სასწავლო პროცესი გადაიდოს პირველ ოქტომბრამდე, მსხვილ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდში და ფოთში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, აღნიშნულ ქალაქებში, კლასებსა და აუდიტორიებში სასწავლო პროცესი პირველი ოქტომბრიდან დაიწყება, მანამდე კი სწავლება დისტანციურად წარიმართება.

„ეს ჩვენთვის საჭიროა იმისთვის, რომ სწორად შევაფასოთ დღეს მიმდინარე რისკები და ამისთვის ჩვენ გვჭირდება ეპიდემიოლოგებთან ერთად ორი კვირა. ამის შემდგომ ჩვენ უკვე მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან მიმართებაში“, - განაცხადა გორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, 7 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი დისტანციურად განახლდება. 

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1917-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 20 პაციენტი და განკურნებულთა რაოდენობა სულ 1354-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system