თავში

დიდი ბოდიში კოლეგებთან, მაგრამ კატეგორიულად ვამბობ, რომ ეს არის ტყუილი - იმნაძე

დიდი ბოდიში კოლეგებთან, მაგრამ კატეგორიულად ვამბობ, რომ ეს არის ტყუილი - იმნაძე
დიდი ბოდიში კოლეგებთან, მაგრამ კატეგორიულად ვამბობ, რომ ეს არის ტყუილი - იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე განმარტავს, რომ ვაქცინაციის წინ გამოკვლევების ჩატარება საჭირო არ არის.

"არცერთი კვლევით, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, სერიოზულ კვლევებზე ვლაპარაკობ, არ არის რეკომენდებული არავითარი გამოკვლევა, ძალიან დიდი ბოდიში ჩემს კოლეგებთან, ვინც ამას არეკლამებს, მაგრამ ეს არის იმისთვის, რომ უბრალოდ ადამიანებს ფული დაახარჯვინონ ანალიზების კეთებაში.

არავითარი ანალიზები საჭირო არ არის, თუ ადამიანი ჩვეულებრივ რაღაც პერიოდულ გამოკვლევას ჩაიტარებს, ეს ყოველთვის არის შესაძლებელი და ამის ვაქცინაციასთან დაკავშირება არაფრით არ შეიძლება.

კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვამბობ, არცერთი რეკომენდაციით, არცერთი ანალიზის ჩატარება ვაქცინაციის წინ საჭირო არ არის, იმიტომ, რომ ამის საფუძველზე ვერავითარ გადაწყვეტილებას ექიმი ვერ მიიღებს, ვაქცინაცია საჭიროა თუ არა, არ არსებობს ბუნებაში ალგორითმი, რომ ამ დროს შეიძლება და ამ დროს არ შეიძლება. ეს არის ტყუილი..." - ამბობს იმნაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system