თავში

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს
დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს. 

"COVID19 ვირუსის ახალი შტამის გავრცელების შეზღუდვის მიზნით, 18 იანვრიდან ინგლისში მგზავრობის წესებში ცვილილება შედის: გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა საერთაშორისო მოგზაური, ბრიტანეთის მოქალაქეების ჩათვლით, რომელიც მიემგზავრება ინგლისში, ვალდებულია წარადგინოს COVID19 ვირუსზე PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, რომელიც გამგზავრებამდე 72 საათის ფარგლებში იქნა ჩატარებული.

ახალი რეგულაციის გაუთვალისწინებლობის და ტესტის პასუხის არქონის შემთხვევაში, მგზავრს დაეკისრება ჯარიმა - £500;

ყველა მგზავრი ვალდებულია ჩამოსვლის შემდეგ გადავიდეს 10 დღიან თვითიზოლაციაში", - ნათქვამია დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system