თავში

დიდი დიღმის მიმართულებით შესაძლოა ტრამვაის ან მეტროს ხაზი მოეწყოს  

დიდი დიღმის მიმართულებით შესაძლოა ტრამვაის ან მეტროს ხაზი მოეწყოს  
დიდი დიღმის მიმართულებით შესაძლოა ტრამვაის ან მეტროს ხაზი მოეწყოს  

დიდი დიღმის მოსახლეობას მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემა მოეხსნება. თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის ინფორმაციით, შესაძლოა დიდი დიღმის მიმართულებით ტრამვაი ან მიწის ზედა მეტროს ხაზი მოეწყოს. მისივე თქმით პირველ ეტაპზე დიდი დიღმიდან ქალაქის ცენტრისკენ 24 მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს.

„15-წლიანი გენერალური გეგმა დაგვანახებს რა ახალი გზები, ხიდები, რა ტიპის ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს მაგალითად ტრამვაისთვის და ახალი მეტრო სად უნდა დაიგეგმოს. ახალი გენერალური გეგმა ტრანსპორტის კუთხით შემუშავდება დანიური კომპანია „რამბოლის“ მხრიდან. ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ქალაქს არასოდეს ჰქონია. ყველაზე სუსტი წერტილი ქალაქში არის დიდი დიღომი. დიდი დიღმიდან ვაპირებთ 24-მეტრიანი ავტობუსების დანიშვნას, რომელიც დიდ დიღომს ქალაქის ცენტრთან დააკავშირებს. გენერალური გეგმა ამ მარშრუტს კვლავ შეისწავლის და თუ გამოვლინდა, რომ 24-მეტრიანი ავტობუსებიც არ იქნება საკმარისი, ამ შემთხვევაში პერსპექტივაში იქნება ფიქრი, იქნება დასამატებელი თუ არა ტრამვაი ან მიწისზედა მეტროს ხაზი ამ მიმართულებით“, - განაცხადა ბითაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system