თავში

დიდი გამოწვევაა, მაგრამ დრო ჯერ კიდევ გვაქვს - ნანა გეგეჭკორი

დიდი გამოწვევაა, მაგრამ დრო ჯერ კიდევ გვაქვს - ნანა გეგეჭკორი
დიდი გამოწვევაა, მაგრამ დრო ჯერ კიდევ გვაქვს - ნანა გეგეჭკორი

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი ამბობს, რომ კრონავირუსის ვაქცინის ქონა-არქონაზე არანაკლები პრობლემა ვაქცინის მიმართ უნდობლობა და ანტივაქსერული კამპანიაა. 

მისი თქმით, გამოწვევა დიდია, თუმცა დრო ჯერ კიდევ არის და ყველამ უნდა იმუშაოს, რომ საზოგადოება ინფორმაციული თუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით 

"ვაქცინის ქონა არ ქონა პრობლემაა, თუმცა საქართველოსთვის ამ ეტაპზე ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობაც არანაკლები გამოწვევა. სამწუხაროდ, ანტივაქსერული მოძრაობა იმაზე მძლავრია საქართველოში ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. არც ხელისუფლებისადმი უნდობლობა მოქმედებს სწრაფი და სწორი ვაქცინაციის პროცესის სასარგებლოდ. დრო ჯერ კიდევ გვაქვს და ყველამ ერთად ბევრი უნდა ვიმუშაოთ რომ ვაქცინაციის დაწყებას ფსიქოლოგიურად და ინფორმაციულად მზად დავხვდეთ.

დღეს არსებული კოვიდ-19-ის მკურნალობის მწირი საშუალებები და ვირუსის ცვალებადი ბუნება პანდემიის დასრულების ვაქცინაციის გარეშე შესაძლებლობას გამორიცხავს.

და თუ მალე არ დავიბრუნეთ ნორმალური ცხოვრების რიტმი სიღარიბე არანაკლები მტერია..." - წერს ნანა გეგეჭკორი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system