თავში

დიდი ინსტიტუცია აღარ არის ქვეყნისთვის პრიორიტეტი - თამარ ბარკალაია

დიდი ინსტიტუცია აღარ არის ქვეყნისთვის პრიორიტეტი - თამარ ბარკალაია
დიდი ინსტიტუცია აღარ არის ქვეყნისთვის პრიორიტეტი - თამარ ბარკალაია

„როგორც საპატრიარქომ, ასევე სახელმწიფომ და საერთაშორისო პარტნიორებმა ერთობლივად დავაფიქსირეთ, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი და მათი უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია", - ამის შესახებ ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ საპატრიარქოში გამართული შეხვედრის დასრულების შემდგ განაცხადა. 

მისი თქმით, ნინოწმინდი პანსიონატში ამ დროისთვის 23 ბავშვი რჩება. სახელმწიფო და არასამთავრობო უწყებები მყუშაობენ ოჯახების მოძიებაზე. 

"ქვეყანაში გვაქვს ბავშვის უფლებათა კოდექსი, ოჯახის გაძლიერების პოლიტიკა, რომელიც მიმართულია დიდი ზომის ინსტიტუციების ნაცვლად ოჯახის გაძლიერებაზე და ოჯახთან მიახლოვებული ალტერნატიული ზრუნვის სერვისების ჩამოყალიბებაზე, როგორიც არის მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლები.

შევთანხმდით, რომ დიდი ინსტიტუცია აღარ არის ქვეყნისთვის პრიორიტეტი და არ შეიძლება, ის წახალისებული იყოს.

ჩვენ იმავე ფორმატში გავაგრძელებთ თანამშრომლობას, როგორც ნინოწმინდაში, ასევე სხვაგან, რომ დიდი ზომის ინსტიტუციებში ბავშვების შეფასება, მათი საუკეთესო ინტერესების გამოვლენა და ოჯახში ინტეგრაცია იყოს წახალისებული", - განაცხადა თამარ ბარკალაიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system