თავში

"დიდია თქვენი როლი" - თენგიზ ცერცვაძე პრეზიდენტს დაბადების დღეს ულოცავს - PHOTO

"დიდია თქვენი როლი" - თენგიზ ცერცვაძე პრეზიდენტს დაბადების დღეს ულოცავს - PHOTO
დიდია თქვენი როლი - თენგიზ ცერცვაძე პრეზიდენტს დაბადების დღეს ულოცავს - PHOTO

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დაბადების დღეს ულოცავს. 

როგორც მისალოც ბარათშია აღნიშნულია, თენგიზ ცერცვაძე მიესალმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ვაქცინაციასთან დაკავშირებით. 

"უდიდესი პატივისცემით გილოცავთ საიუბილეო თარიღს! დიდია თქვენი როლი ახალი დემოკრატიული საქართველოს მშენებლობასა და მის საერთაშორისო აღიარებაში.

მივესალმები თქვენს გადაწყვეტილებას, ჩაგეტარებინათ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ღია ეთერში" - წერს თენგიზ ცერცვაძე. 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილს დღეს 69 წლის გახდა.

საკუთარ დაბადების დღეზე პრეზიდენტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა.  პრეზიდენტს ვაქცინაცია ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში შედგა.

ცნობისთვის, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან მიმდინარეობს. პირველ დღეს პირდაპირ ეთერში ვაქცინა გაიკეთეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ და რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ლევან გოფოძემ, ასევე დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ და სხვ.

ბრიტანული კომპანიის, "ასტრაზენეკას" ვაქცინის 43 000 დოზა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system