თავში

დიდთოვლობის გამო სოფლების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

დიდთოვლობის გამო სოფლების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
დიდთოვლობის გამო სოფლების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

იმერეთის რეგიონში რთულმა მეტეოროლიგიურმა პირობებმა და ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა, ხოლო დაბლობში 50 – 60 სმ - ს მიაღწია. მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. ამ დრომდე მოძრაობა არც ერთ საავტომობილო გზაზე არ არის შეჩერებული. ყველაზე რთულ, მუხურა-ტყიბულის მონაკვეთზე, გადაადგილება მხოლოდ დაბალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებისთვის არის შეზღუდული. იმერეთის მხარის სოფლების გარკვეულ ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია და დაზიანებულია გარე განათების ბოძები. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახურები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system