თავში

დიდუბეში, ახმეტელის ქუჩაზე სკვერი მოეწყო

დიდუბეში, ახმეტელის ქუჩაზე სკვერი მოეწყო
დიდუბეში, ახმეტელის ქუჩაზე სკვერი მოეწყო

დიდუბეში, ახმეტელის ქუჩაზე სკვერი მოეწყო. გასართობი და დასასვენებელი სივრცე დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-19 კორპუსის მიმდიბარედ განთავსდა. სივრცე გათვლილია ყველა ასაკის ადამიანისთვის.

900 კვ. მ. ფართობზე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდა.სივრცეში განთავსდა საპარკე ფურნიტურა, დამონტაჟდა განათების სისტემა, გაკეთდა ფერადი ბილიკები და პატარებისთვის სათამაშო ზონა მოეწყო.

ამასთან, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. სპეციალურად გამოყოფილ თარგებში დაიგო რულონური ბალახი და მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები. 

მოსასვენებელი სივრცის მოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 144 757 ლარი გამოიყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system