თავში

დიდუბის გერმანული სოფელი შეიძლება აღდგეს

დიდუბის გერმანული სოფელი შეიძლება აღდგეს
დიდუბის გერმანული სოფელი შეიძლება აღდგეს

თბილისის საკრებულოში გერმანელების მიერ აშენებულ ძეგლების თემატიკით გამოფენა - ,,გერმანელების დანატოვარი თბილისში“ მოეწყო.

პროექტის „თბილისის ისტორიები საკრებულოდან“, ფარგლებში, სამხრეთკავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ნესტან თათარაშვილი საკრებულოს წევრებს 1817 წლიდან ჩამოსახლებული გერმანელების მიერ შექმნილ დასახლებებსა და არქიტექტურულ ნაგებობებზე ესაუბრა. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით ქალაქისთვის მნიშვნელოვანია გერმანული არქიტექტურული ძეგლები და მათი შენარჩუნება.  

„ყველანი ვთანხმდებით, რომ გერმანული არქიტექტურის ძეგლებს მოფრთხილება სჭირდება. ეს არის ჩვენი ისტორია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, დიდუბის რაიონში მდებარე გერმანული სოფელი. ჩვენი დიდი სურვილია, რომ აღდგეს და გვქონდეს ის ტურისტული და ისტორიული ადგილი, რომელიც ჩვენს ქალაქს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ცნობისთვის, პროექტი ,,თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ , საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მარიკა დარჩიას ინიციატივით, უკვე მესამე წელია  იმართება, რომლის ფარგლებშიც ყოველი თვის პირველ შაბათს, თბილისის საკრებულო სხვადასხვა თემით ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს მასპინძლობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system