თავში

დიღომში, სამი ძაღლი ტყვიით მოკლული იპოვეს

დიღომში, სამი ძაღლი ტყვიით მოკლული იპოვეს
დიღომში, სამი ძაღლი ტყვიით მოკლული იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძაღლების დახოცვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. თბილისში, 3 დღის წინ დაკარგული ძაღლები, დიღომში, ტყვიით დახოცილები იპოვეს. ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომელსაც შემდეგი მინაწერი ახლავს:

"3 დღის დაკარგული მიკედლებული ცუგები ტყვიით დახოცილები იპოვა! ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები.
გთხოვთ ყველას, დაგვეხმარეთ რომ ეს ბოროტება არ შერჩეს მის ჩამდენს. ნებისმიერ ინფორმაციას ვიღებთ პმ. მადლობა წინასწარ" - წერია ძაღლების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის ვებგვერდზე - "საინფორმაციო გვერდი "მატილდა" მიკედლებული ცხოველები საქართველოში".

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259 - ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რომელმაც მისი დაღუპა ან დასახიჩრება გამოიწვია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system