თავში

დინამო არენას" მიმდებარე ქუჩები გადაიკეტება

„დინამო არენას" მიმდებარე ქუჩები გადაიკეტება
დინამო არენას მიმდებარე ქუჩები გადაიკეტება

ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, საქართველო-ირლანდიის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩთან დაკავშირებით 16:00 საათიდან მატჩის დასრულებამდე სრულად გადაიკეტება სტადიონის მიმდებარე ქუჩები. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეტა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

მოძრაობის შეზღუდვა შეეხება გიორგი ცაბაძისა და დავით ყიფიანის ქუჩებს. ასევე, წინამძღვრიშვილის ქუჩის ნაწილსაც.

„მარცხენა სანაპიროდან ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება ცაბაძის ქუჩაზე, შესაბამისად ისინი მოძრაობას გააგრძელებენ პირდაპირ - ვახუშტის ხიდის მიმართულებით; აკაკის წერეთლის გამზირიდან სტადიონისკენ მოძრავი ავტომანქანები ქუთაისის ქუჩით ისარგებლებენ, საიდანაც მოძრაობის გაგრძელებას შეძლებენ როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა სანაპიროზე, ხოლო ვახუშტის ხიდიდან გადმომსვლელი ავტომანქანები იმოძრავებენ მხოლოდ დიდუბის მეტროს მიმართულებით“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულ ქუჩებზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system