
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია გუშინდელი საფეხბურთო მატჩის შემდეგ გულშემატკივრის დაჯარიმების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"თამაში რო მორჩა თითქმის ერთი საათის მერე წამოვედი დინამოდან, ეს ადამიანი იქ დავტოვე, კუთხეში იჯდა და ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა.
სახლში რო მოვედი პირდაპირ ეთერში აჯარიმებდნენ.წუხელ, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა, საშინელება ჩავიდინეთ ფეხბურთის გულშემატკივრის მიმართ. ეს უკვალოდ არ ქრება და გულშემატკივრის უპატივცემულობის გამო გვემართება ის, რაც გუშინ დაგვემართა მოედანზე.ნამდვილმა ფეხბურთელმა იცის რომ წაგებულ ფინალს არაფერი ეშველება, ამიტომ ერთადერთი გზაა, რომ ფინალი არ უნდა წააგო, ან მეორე ფინალი დადო და მოიგო, მაგრამ ახლა, სულ მცირე, ეს ჯარიმა კალაძის და კობიაშვილის გადასახდელია.მათზე უკეთ არავის ესმის, თუ რა მოხდა გუშინ და სიმბოლურად მაინც მობოდიშებაა საჭირო, ძალიან არასაფეხბურთო ქცევითვის" - წერს ხვიჩია.