
აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდაზე პირბადით უნდა გამოცხადდნენ, თუმცა გამოცდის ჩაბარების პერიოდში, მაგიდასთან მისი მოხსნა შეეძლებათ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
,,აბიტურიენტს, რომელიც პირბადით უნდა მივიდეს გამოცდაზე, თავის მერხთან, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დეზობარიერით, გამოცდის მიმდინარეობისას შესაძლებლობა ექნება, პირბადე მოიხსნას", - განაცხადა პრემიერმა.
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.