თავში

დისტანციურ სწავლაზე გადავიდნენ სკოლები სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული

დისტანციურ სწავლაზე გადავიდნენ სკოლები სადაც საარჩევნო უბნებია
დისტანციურ სწავლაზე გადავიდნენ სკოლები სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული

სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, დღეიდან დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების ჩატარების შემდეგ ამავე სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება და სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში განახლდება.

"დღეიდან სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე. ეს იქნება ერთი კვირის განმავლობაში. აჭარის გარდა, ასეთი სკოლა არის 1 419, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული. ისინი დღეიდან უკვე არიან დისტანციურ სწავლებაზე. რადგან დღეს, ხვალ და ზეგ ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო მომავალი კვირის ორშაბათს და სამშაბათს, უკვე არჩევნების შემდეგ, ჩატარდება სადენზიფექციო სამუშაოები. შესაბამისად, შემდეგი კვირის ოთხშაბათს უკვე სწავლა განახლდება სკოლებში ჩვეულ ფორმატში," - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system