თავში

დისტანციური სწავლება არ ამართლებს - აქცია განათლების სამინისტროსთან

დისტანციური სწავლება არ ამართლებს - აქცია განათლების სამინისტროსთან
დისტანციური სწავლება არ ამართლებს - აქცია განათლების სამინისტროსთან

მოსწავლეების მშობლებმა და კერძო სკოლის დირექტორებმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს. ისინი სასწავლო პროცესის 1 ოქტომბრამდე გადავადებას აპროტესტებენ და ფიქობენ, რომ სასწავლო დაწესებულებები ყველა ნორმას აკმაყოფილებს სწავლის 15 სექტემბერს დასაწყებად. 

გარდა ამისა, აქციის მონაცილეები დისტანციური სწავლების ნაკლოვანებაზე აკეთებენ აქცენტს. მათი თქმით, აღნიშნული მეთოდი არ ამართლებს. 

"დისტანციური სწავლება, მოკლედ რომ ვთქვა, არის ბლეფი. არანაირი დისტანციური სწავლება არ არსებობს, არ გაამართლა და ვერც გაამართლებს. დიდი ფინანსური ხარჯი გავწიეთ იმისთვის, რომ ყველაფერი მოგვეწესრიგებინა ყველაფერი მთავრობის მოთხოვნების შესაბამისად. ეს არის არასერიოზული დამოკიდებულება სასწავლო პროცესის მიმართ და მისი დისტანციური მეთოდით ჩანაცვლება მიუღებელია" - განაცხადა აქციის მონაწილემ. 

ცნობისთვისმ დღეს, 11 სექტემბრს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ 15 სექტემბერს, პირველ ოქტომბრამდე, სწავლა დისტანციურად დაიწყება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system