თავში

დმანისში ვითარება ისევ დაიძაბა - მხარეებს შორის დაპირისპირება გრძელდება

დმანისში ვითარება ისევ დაიძაბა - მხარეებს შორის დაპირისპირება გრძელდება
დმანისში ვითარება ისევ დაიძაბა - მხარეებს შორის დაპირისპირება გრძელდება

დმანისში, 9 აპრილის ქუჩაზე ხმაურია. ადგილობრივები გუშინ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ პროტესტის ნიშნად დღესაც შეიკრიბნენ. 

დაპირისპირებული მხარეები ხელკეტებითა და ჯოხებით არიან შეიარაღებულები. დაზიანებულია რამდენიმე სახლის ფანჯარა და მანქანის კარი. 

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. მათ დაპირისპირებულ მხარეებს შორის ცოცხალი კორდონი შექმნეს. მხარებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ერთმანეთთან მიახლოებას ცდილობენ, თუმცა პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს. სამართალდამცველებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეთა შორის რამდენიმე შეტაკებაც მოხდა, რა დროსაც 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი პოლიციელი. 

შეგახსენებთ, დმანისში ახალგაზრდების ორ ჯუფს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. ხელჩართული ბრძოლის მიზეზი მაღაზიაში ე.წ. ნისიაზე უარის თქმა გახდა. 

თავდამსხმელები ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები. დაპირისპირებული მხარეების ყველა წევრი პოლიციაში გუშინ დაკითხეს, გამოკითხვები დღესაც გრძელდება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system