თავში

დოლიძის ქუჩაზე აფეთქების საფრთხე იყო - განცხადება

დოლიძის ქუჩაზე აფეთქების საფრთხე იყო - განცხადება
დოლიძის ქუჩაზე აფეთქების საფრთხე იყო - განცხადება

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, დედაქალაქში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. 

კომპანია განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს სიფრთხილის ზომების დაცვისკენ მოუწოდებს.

"დღეს, დოლიძის ქუჩაზე კორპუსი გაზით აფეთქებას გადაურჩა.

ცხელ ხაზზე დაგვიკავშირდნენ მეზობლები და განაცხადეს, რომ კორპუსში გაზის სუნი იყო. გამოძახებაზე მისულმა 114-ის წრაფი რეაგირების სამსახურის ბიჭებმა სპეციალური ტექნიკით შეამოწმეს გაზის დანადგარები და შიდა ქსელი. 

ბინაში მცხოვრებ ორ ხანდაზმულს გაზქურის ონკანი დარჩა ღია მდგომარეობაში. 

რომ არა მეზობლების დროული რეაგირება, კორპუსი აფეთქდებოდა და დადგებოდა ფატალური შედეგი!

სახლიდან გასვლის წინ აუცილებლად შეამოწმეთ გაზქურა და გაზის გამათბობელი! ნუ შეუქმნით საფრთხეს საკუთარ და მეზობლების სიცოცხლეს", - აცხადებენ კომპანიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system