თავში

ოკუპანტების მიერ დაკავებული მალხაზ დოლუაშვილი თავისუფალია

ოკუპანტების მიერ დაკავებული მალხაზ დოლუაშვილი თავისუფალია
ოკუპანტების მიერ დაკავებული მალხაზ დოლუაშვილი თავისუფალია

ოკუპანტების მიერ დაკავებული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის მცხოვრები მალხაზ დოლუაშვილი თავისუფალია.

60 წლის მამაკაცი, ქართულ მხარეს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.

როგორც დოლუაშვილი ყვება, დე ფაქტო რეჟიმმა ის ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დადგენილი ჯარიმის გადახდის საფუძველზე გაათავისუფლა.

„ბერშუეთთან ვნადირობდი და ძაღლი გამექცა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოვჩნდი და რუსმა ე.წ მესაზღვრეებმა დამაკავეს. ჯერ ღრომში, რუსულ ბაზაზე მიმიყვანეს, საიდანაც ცხინვალში, დროებითი დაკავების იზოლატორში გადამიყვანეს. იქ საქართველოს მოქალაქე არავინ მინახავს, მარტო ვიყავი იზოლატორში. დღეს შედგა სასამართლო, ოჯახმა ჯარიმა გადაიხადა და გამომიშვეს“, - განაცხადა მალხაზ დოლუაშვილმა.

ცნობისთვის, მალხაზ დოლუაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტებმა სამი დღის წინ უკანონოდ დააკავეს. 

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. 

ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულნი იყვნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და საერთაშორისო პარტნიორები. ასევე, ამოქმედებული იყო ყველა შესაბამისი მექანიზმი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system