თავში

დრო დადგება და ჩინეთს ამისთვის ფასის გადახდა მოუწევს - ფხაკაძე

დრო დადგება და ჩინეთს ამისთვის ფასის გადახდა მოუწევს - ფხაკაძე
დრო დადგება და ჩინეთს ამისთვის ფასის გადახდა მოუწევს - ფხაკაძე

"ზოგი მიბრაზდება, თითქოს ეს ვირუსი ჩემი გამოგონილია. ხომ ვიცით, რომ ჩინელებისაა და ისიც ვიცით, რომ, სავარაუდოდ, ვუჰანის ლაბორატორიაშია ეს გოგლი-მოგლი გაკეთებული. იმედია, დადგება დრო, ჩინეთს ამის ფასის გადახდა მოუწევს. თუმცა საქართველოსთვის რა შეიცვლება, რომც დადგინდეს, რომ ვირუსმა ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონა?! არაფერი. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად" - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ ფეისბუქ ჩართვისას განაცხადა. 

მან ახალი შტამების წინააღმდეგ არსებული ვაქცინების ეფექტურობაზეც ისაუბრა. 

"ასევე მე მოგაწოდეთ ინფორმაცია, ვინ შეძლებს ევროკავშირში მოგზაურობას. ამაზეც დამეტაკნენ. შედით ევროკავშირის ვებგვერდზე და ნახეთ, რომ მართალი ვარ.

მოგაწოდეთ ინფორმაცია კოვიდასპორტის შემოღებაზე. ჩემი ბრალია, რომ ევროპაში ჩინური და რუსული ვაქცინით აცრილებს არ უშვებენ?! ეს ევროკავშირმა გადაწყვიტა.

რაც შეეხება კორონავირუსის შტამებს. როცა გაჩნდა ინდური შტამი, პირველი კვლევებით, ასტრაზენეკას და ინდურ ვაქცინას კარგი შედეგები არ ჰქონდა.

დრო გავიდა და გუშინწინ უკვე დაიბეჭდა უახლესი კვლევის სასიხარულო შედეგები, რომ ინდური შტამის მიმართ „ფაიზერზე“ თითქმის 80%-იანი ეფექტურობაა და „ასტრაზენეკაზე“ – 60%. ჩინურზე კი კვლევები არ არის.

უმნიშვნელოვანესია უწყვეტი სამედიცინო განათლება. მედიცინა არის მუდმივად განახლებადი მეცნიერება და რამდენიმე თვის წინ ჩატარებული კვლევები შეიძლება, არსებითად შეიცვალოს. სიახლეებს მუდმივად უნდა გავეცნოთ" - თქვა ფხაკაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system