თავში

გენერალურ პროკურატურაში საკადრო ცვლილებებია

გენერალურ პროკურატურაში საკადრო ცვლილებებია
გენერალურ პროკურატურაში საკადრო ცვლილებებია

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელის პოსტი თეიმურაზ ნაჭყებიამ დაიკავა. მანამდე თეიმურაზ ნაჭყებია საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელი იყო.

თეიმურაზ ნაჭყებიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. ბოლო წლებში მას საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციები ეკავა.

ასევე უწყებაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელის თანამდებობა რევაზ ბაღაშვილმა დაიკავა. აღნიშნული პოზიციის დაკავებამდე, რევაზ ბაღაშვილი საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system