თავში

დუისში გერმანიაში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის პანაშვიდი მიმდინარეობს

დუისში გერმანიაში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის პანაშვიდი მიმდინარეობს
დუისში გერმანიაში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის პანაშვიდი მიმდინარეობს

პანკისის სოფელ დუისში, გერმანიაში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის პანაშვიდი მიმდინარეობს. ხანგოშვილის ცხედარი გერმანიიდან საქართველოში გამთენიისას ჩამოასვენეს.

მოკლულის ახლობლები მომხდარს რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებენ და ლაფანყურის სპეცოპერაციასთან რაიმე დაკავშირებას გამორიცხავენ.

„მთელი ხეობაა შეწუხებული და გლოვობს მომხდარის გამო. ზელიმხან ხანგოშვილი რაც გერმანიაში წავიდა, არ შეუმჩნევია ადევნება და თვალთვალი, პირიქით, მეუღლეც ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მშვიდი და წყნარი იყო. გერმანიისგან დახმარებას ელოდებოდა და ამის იმედი ჰქონდა, რადგან საფრთხეს საქართველოში უფრო გრძნობდა. იცით, რომ საქართველოში მისი დაჭრის საქმე არ გამოიძიეს და ამას პანკისელები ძალიან განიცდიან. ის არის მთელი პანკისის საამაყო შვილი. ჩვენ ვფიქრობთ და თვითონაც ამბობდა, რომ რუსეთს ჰქონდა ინტერესი მისი სიკვდილის. ამ საკითხზე თვითონაც ბევრჯერ ისაუბრა. მომხდარს ლაფანყურის სპეცოპერაციის ამბავს ვუკავშირებდით, ბევრი ეჭვი იყო, მაგრამ ეს ეჭვები გაქრა, რადგან ის ლაფანყურის დროს მხოლოდ მოლაპარაკებებში იყო ჩართული, ცდილობდა მებრძოლების დათანხმებას, რომ უკან დაბრუნებულიყვნენ, თუმცა არ დაბრუნდნენ. ჩვენ ვფიქრობთ, რადგან ის იყო ასლან მასხადოვთან დაახლოებული და რუსეთ-ჩეჩნეთის ომში სავლელე მეთაური, რუსული სპეცსამსახრები იყვნენ მისი სიკვდილით დაინტერესებული", - განაცხადაზელიმხან ხანგოშვილის ბიძაშვილმა ნონა ხანგოშვილმა.

ზელიმხან ხანგოშვილის დუისის სასაფლაოზე 14:00 საათზე დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რომ 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი, ბერლინში, პარასკევს მოკლეს. მას თავში ორჯერ ესროლეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირი სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system