თავში

დუშეთში 21 წლის მამაკაცი მაშველებმა ხევში იპოვეს

დუშეთში 21 წლის მამაკაცი მაშველებმა ხევში იპოვეს
დუშეთში 21 წლის მამაკაცი მაშველებმა ხევში იპოვეს

დუშეთის მუნიციპალიტეტში მაშველებმა 21 წლის მამაკაცი 80 მეტრის სიღრმის ხევიდან ამოიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იღებდნენ მონაწილეობას.

სოფელ ჭიჩოს მცხოვრები სახლიდან გასვლის შემდეგ დაიკარგა. მასთან ვერც ტელეფონით დაკავშირება ხერხდებოდა. მამაკაცი ხევში გადავარდნილი იპოვეს. ის უგონო მდგომარეობაში იყო, თუმცა სასიცოცხლო ნიშნები აღენიშნებოდა. 

მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სტაციონარში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system