თავში

დუშეთში მიხა ხელაშვილის 120 წლის იუბილე აღნიშნეს

დუშეთში მიხა ხელაშვილის 120 წლის იუბილე აღნიშნეს
დუშეთში მიხა ხელაშვილის 120 წლის იუბილე აღნიშნეს

დუშეთის მუნიციპალიტეტში ქართველი სახალხო პოეტის მიხა ხელაშვილის 120 წლის იუბილის და მისი ხსოვნის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს დუშეთის მუნიციპალიტეტიდან მიაწოდეს. 

"დღის აღნიშვნა უკვე ტრადიციულად დუშეთის ძველი სასამართლოდან დაიწყო, სადაც ბოლშევიკების მიერ დახვრეტილი მიხა ხელაშვილის ცხედარი ორი კვირის განმავლობაში ღია ცის ქვეშ განისვენებდა და შემდეგ მისმა დამ, სალომემ ნეშტი მოიპარა ჩარგალში დასაკრძალად. ამ ინიციატივის ავტორია მიხა ხელაშვილის შთამომავალი და ვაჟა-ფშაველას საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე ლელა რაზიკაშვილი, რომლის თქმითაც, სალომეს გმირულად მძიმე გზა - ქალაქ დუშეთიდან სოფელ ჩარგლამდე, ყველამ დღესასწაულით უნდა გაიაროს", - ნათქვამია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ღონისძიებაში ცნობილი ქართველი პოეტები და მწერლები, სახალხო მთქმელები, მიხა ხელაშვილის პოეზიის თაყვანისმცემლები მონაწილეობდნენ. მათ გაიხსენეს მისი შემოქმედება, ისაუბრეს მიხა ხელაშვილის გმირულ ღვაწლსა და მისი მაგალითის მნიშვნელობაზე მომავალი თაობებისათვის. ჩარგალში ახალგაზრდების ჯგუფმა ნუკრი მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით, ასევე წარმოადგინა ქართული საბრძოლო ხელოვნება - ,,ხრიდოლი"".

მიხა ხელაშვილის საფლავზე პარაკლისი გადაიხადა ფშავ-ხევსურეთის და თიანეთის მიტროპოლიტმა მიქაელმა.

ადგილობრივებისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მობრძანებული სტუმრების გარდა, ღონისძიებას ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლები.

მიხა ხელაშვილი 1920-იანი წლების პარტიზანული მოძრაობის მონაწილისა და ,, შეფიცულთა რაზმის'' წევრი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system