თავში

"ძალიან ახლობელი ადამიანი სიცოცხლისთვის იბრძვის" - ელისო კილაძე

"ძალიან ახლობელი ადამიანი სიცოცხლისთვის იბრძვის" - ელისო კილაძე
ძალიან ახლობელი ადამიანი სიცოცხლისთვის იბრძვის - ელისო კილაძე

გაზეთ "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ჟურნალისტი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ მისი ახლობელი ადამიანი, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული სიცოცხლისთვის იბრძვის.

ელისო კილაძე ამბობს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სექტორი მძიმე მდგომარეობაშია. 

"დღეს დილიდან ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანი სიცოცხლისთვის იბრძვის. კოვიდინფექცია თანმდევი ქრონიკული დაავადებებით.

უმძიმესი სიტუაციაა ქვეყანაში - ჰოსპიტალები გადაჭედილია, ექიმები დღეს და ღამეს ასწორებენ!

ფრთხილად იყავით!!!", - წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system