
ბიზნესმენ დავით კოდუას მეუღლის, ნათია გედევანიშვილის განცხადებით, ძალადობას ადგილი არ ჰქონია და მასსა და დავით კოდუას შორის, მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
როგორც გედევანიშვილი განმარტავს, მას არ სურდა მეუღლე დაეკავებინათ და მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოწერას ითხოვდა.
"წუხელ მოხდა ოჯახური კონფლიქტი სახლში, ეს ძალადობა არ ყოფილა, უბრალოდ სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. მაგიდის აყირავებაც იყო, მე ავაყირავე მაგიდა. კონფლიქტი ქალის გამო დაიწყო. მინდა, რომ გამოუწერონ მიუკარებლობა, მისი დაჭერა სულ არ მინდა. ვუთხარი, რომ მოსულიყვნენ და გამოეწერათ ორდერი. ვითხოვ კვალიფიკაციის შეცვლას, საერთოდ არ იყო დაჭერაზე საუბარი, მინდოდა, რომ ორდერი გამოეწერათ, რომ არ მისულიყო ძალადობამდე", - განაცხადა ნათია გედევანიშვილმა.
ცნობისთვის, ბიზნესმენი დავით კოდუა ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.