თავში

,,ძალიან დაგვეხმარა" - ნიკა გვარამია თეა წულუკიანს მადლობას უხდის

,,ძალიან დაგვეხმარა" - ნიკა გვარამია თეა წულუკიანს მადლობას უხდის
,,ძალიან დაგვეხმარა - ნიკა გვარამია თეა წულუკიანს მადლობას უხდის

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ნიკა გვარამია იუსტიციის ყოფილ მინისტრს, თეა წულუკიანს მადლობას უხდის. 

ნიკა გვარამიას თქმით, რომელსაც 2008 წელს იუსტიციის მინისტრის თანამდებობა ეკავა, რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის დროს, თეა წულუკიანი მათ დაეხმარა.

,,შევიტანეთ სარჩელი სტრასბურგში და გვჭირდებოდა ვინმე, ვინც შიგნით იყო და დაგვეხმარებოდა პროცესების სწრაფად წარმართვაში. 

თეა წულუკიანი მანდ მუშაობდა მაშინ და თინა ბურჯალიანმა მითხრა, იქნებ წულუკიანს დაურეკო, იუსტიციის მინისტრის ზარი მნიშვნელოვანი იქნებაო. 

დავურეკე თეა წულუკიანს, ვთხოვე, ძალიან ადამიანური საუბარი იყო, ნორმალური ადამიანი იყო ხაზზე და ძალიან დაგვეხმარა. ამის გამო თეა წულუკიანს ვეუბნები მადლობას და ვულოცავ.

ამისთვის ვუხდი მადლობას და არა იმისთვის, რაც მერე მოხდა. რაც დღეს ხდება გაეროს სასამართლოში არის ღალატი ქვეყნის ინტერესების, ეს არის რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა“,- აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, 2008 წლის ომის საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქართველომ რუსეთს დავა მოუგო.

სარჩელი საქართველომ 2008 წლის აგვისტოში შეიტანა და ის რუსეთს კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ედავებოდა.

ნახეთ, რა დაადგინა სტრასბურგმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system