თავში

ძალიან აგრესიულები არიან, ყველა არის უმძიმესი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ - რუსუდან გოცირიძე დახმარებას ითხოვს

ძალიან აგრესიულები არიან, ყველა არის უმძიმესი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ - რუსუდან გოცირიძე დახმარებას ითხოვს
ძალიან აგრესიულები არიან, ყველა არის უმძიმესი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ - რუსუდან გოცირიძე დახმარებას ითხოვს

ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთ კორპუსში მცხოვრები ორი ქალის შესახებ წერს, რომელთაც, როგორც ირკვევა მენტალური პრობლემები აქვთ და აგრესიულობით გამოირჩევიან. 

რუსუდან გოცირიძე სოციალური ქსელით დახმარებას ითხობს, რადგან როგორც ეპისკოპოსი წერს, მთელი სამეზობლო მძიმე სტრესშია. 

"ჩემო ექიმო და უფლებადამცველო და გნებავთ სამართალდამცველო მეგობრებო, კითხვა-სათხოვარი მაქვს. ზოგირეთს უკვე მოგმართეთ კიდეც პირადად, მაგრამ, რაკი გამოსავალი ვერა და ვერ გამოჩნდა უნდა ასე ვიკითხო. ....

პრობლემა ასეთია: თბილისის ერთ კორპუსში ცხოვრობს ორი ქალი, რომლებსაც მენტალური პრობლემები აქვთ და არიან ძალიან აგრესიულები. აგრესია გამოიხატება იმაში, რომ მთელი დღე დაუღალავად კივიან და ილანძღებიან, ხან აივნიდან და ხან ოთახში. ასევე, აგრესიულები არიან პირისპირ მათთან შეხებაში მოყოფ ყველა ადამიანთან - დიდთან თუ პატარასთან. პოლიციაც, მედიცინაცა და ადამიანის უფლებებიც უძლურია ამ ქალების კივილის წინაშე უკვე მეშვიდე წელია..... მთელი კორპუსი, მთელი სამეზობლო არის უმძიმესი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ. განსაკუთრებით კი ერთი ოჯახი, რომელთანაც ამ ქალებს საზიარო კედელი აქვთ და მათი შინა თუ გარე ჩხუბი, ყველა ლანძღვა და გინება ამ ოჯახში ისმის. ოჯახში, სადაც ლოგინად ჩავარდნილ ქალს უვლის მისი შვილი, რომელიც თავის მხრივ არის შშმ პირი... ვერავინ ვნახე ან სამედიცინო კუთხით, ან ლეგალური, ან უფლებრივი კუთხით რამე ისეთი დაგვარიგოს, რომ იმ ქალებსაც ეშველოთ რამე, ამ ოჯახსაც და მთელ სამეზობლოსაც.... ნებისმიერ რჩევას და დახმარების შემოთავაზებას ვღებულობ. წინდაწინ დიდი მადლობა." - წერს გოცირიძე. 
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system