თავში

"ძალიან დიდი პრობლემაა, როდესაც უკან აბრუნებენ პაციენტებს" - კამკამიძე

"ძალიან დიდი პრობლემაა, როდესაც უკან აბრუნებენ პაციენტებს" - კამკამიძე
ძალიან დიდი პრობლემაა, როდესაც უკან აბრუნებენ პაციენტებს - კამკამიძე

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, კლინიკა "ნეოლაბის" დირექტორი გიორგი კამკამიძე აცხადებს, რომ დიდი პრობლემაა, როდესაც ვაქცინაციის ცენტრებიდან წარსულში ალერგიის მქონე პაციენტებს უკან აბრუნებენ.

მისივე თქმით, წარსულში ალერგია არ არის ვაქცინაციის წინააღმდეგ ჩვენება.

"ძალიან დიდი პრობლემაა, როდესაც უკან აბრუნებენ ვაქცინაციის ცენტრებიდან წარსულში ალერგიის მქონე პაციენტებს. კიდევ ერთხელ უნდა განვმარტოთ, რომ ალერგია წარსულში არ არის წინააღმდეგ ჩვენება ვაქცინაციის. 

ერთადერთი სრული წინააღმდეგ ჩვენება, აბსოლუტური უკუჩვენება - ეს არის მძიმე ალერგიული რეაქცია წინა დოზაზე. ანუ, შემდეგ დოზას, ამ შემთხვევაში არ ვაკეთებთ. 

თუმცა არის კვლევები, როგორ უნდა გავაკეთოთ შემდეგი დოზა, თუნდაც პაციენტების ასეთ ჯგუფში. 

არის ისეთი სია დაავადებების და ეს იციან ადგილებზე, სადაც უბრალოდ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და მაქსიმუმ, ეს სიფრთხილე არის 30-დან 45 წუთამდე დაყოვნება ადამიანის ვაქცინაციის ცენტრში. 

არამც და არამც არ უნდა გამოაბრუნონ პაციენტები რაღაც გაურკვეველი ანალიზების გასაკეთებლად ალერგიის კუთხით ან თუნდაც კონსულტაციისათვის", - განაცხადა გიორგი კამკამიძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system